თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა თამარ ცინცაბაძემ 2015 წლის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის თქმით, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭეს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ იგი არა თბილისელების კეთილდღეობაზე მორგებული, არამედ მერიის მაღალჩინოსნების ფუფუნებაზე გათვლილი დოკუმენტია, სადაც „გაერთიანებული დემოკრატების“ მოთხოვნები და შესწორებები გათვალისწინებული არაა. ჩვენი აზრით აუცილებელია 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის უფრო ეფექტური გადანაწილება და შემდგომი, კომპეტენტური მენჯმენტის განხორციელება. დარწმუნებულები ვართ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ წინა წელთან შედარებით თბილისელებმა უკეთ იგრძნონ ხელისუფლების მზურველობა. წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ეს ნამდვილად არ იქნება ასე. კვლავ პრობლემად რჩება ბაგა ბაღების თემაც, სადაც აღმზრდელები ამაოდ მოელიან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ორ ცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას და ხელფასების მატებას. ასევე აუცილებელია, რომ ბიუჯეტის პროექტში მეტი აქცენტი პირველად ჯანდაცვაზე გაკეთდეს, ასევე მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე. მეტ კონკრეტიკას მოითხოვს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარელებულებისათვის გამოყოფილი თანხები და მიგვაჩნია რომ ამ კუთხით საჭიროა თანხის გაზრდა. მეტი ფინანსები უნდა გამოიყოს მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა -რეაბილიტაციისათვის, რადგან მათი ნაწილი დაკისრებულ ფუნქციიას ვერ ასრულებს. აუცილებელია გაგრძელდეს მეტროსადგურ " უნივერსიტეტის“ მშენებლობა, რასაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ პირდებოდა „ქართული ოცნება“. ჩვენ ასევე მეტ სიცხადეს ვითხოვთ სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს აღემატება, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომუნალური გადასახადების ვაუჩერიზაციიის კუთხით, მათი მდგომარეობა 2014 წელთან შედარებით არ გაუარესდება. ასევე მიგვაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის გაზრდილი ხარჯები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ჩვენი აზრით გასაუქმებელია, ან უკიდურეს შემთხვევაში შესამცირეებელია მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომლის ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით გაორმაგდა".– განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესები დაურეგულირდება
თებერვალი 24,2016ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა
ოქტომბერი 30,2015